შენ ისევ შემხვდი, ხელი ჩამკიდე,
ამ დროს ჩვენ ორნი ვრჩებით ქალაქში,
ერთხელ გაკოცებ... კიდევ და კიდევ,
ნეტავ რა არის ცუდი ამაში?
ჩუმად დავდივართ ვიწრო ქუჩებში
და ყველა ქუჩა ცარიელია,
შენ ხმას არ იღებ, ჩუმად მოგყვები,
რატომ? არ ვიცი, ალბათ მრცხვენია.
მდინარეს სძინავს საღათას ძილით,
სადღაც ტოტებში გაჩრილა მთვარე,
ქალაქი გმინავს, ჩუმად გუგუნებს,
ჩემი სათქმელი ვერ დავამთავრე...
მინდა რომ გითხრა: - მე შენ მიყვარხარ!
მინდა ვიყვირო: - მე შენ მჭირდები!
რამდენჯერ მითქვამს, ვიღა ჩამოთვლის
მაგრამ, ამის თქმით არ დავიღლები.
ისევ შემხვდები, ხელსაც ჩამკიდებ
და ისევ ორნი ვივლით ქალაქში,
ბევრჯერ გაკოცებ... კიდევ და კიდევ,
ნეტევ რა არის ცუდი ამაში?